ქართული ჩაი
ქართული ჩაი მსოფლიოში ცნობილია თავისი საუკეთესო შემადგენლობითა და თვისებებით.გადმოცემის თანახმად პირველად ჩაი საქართველოში გამოჩნდა
1770 წელს,
როდესაც რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-მ სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა ერეკლე II-ს.
ჩაის პირველი პლანტაციები მამია გურიელის(პოეტი) ბაღში გაჩნდა.
გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა.
15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის,
ფორთოხლისა და ლიმონის გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო.
გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა.
მარის რჩევით,
ჩაის ბუჩქი ოზურგეთიდან გორა-ბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში გადაიტანეს.
ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაის ბუჩქების გაშენება გურიას გასცდა და პრაქტიკულად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში გავრცელდა: აფხაზეთში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში. 1861 წელს პირველი ქართული „ბაიხის“ ჩაი დამზადდა, 1864-ში, პროდუქტი სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე წარადგინეს სანკტ-პეტერბურგში და მალე პირველი საექსპორტო გადაზიდვა განხორციელდა ევროპაში.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩაის განსაკუთრებული ყურადღება მიექცა.
შავი ზღვისპირა რაიონებში ჩაი იქცა ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურად.
უკვე
1925 წელს ჩაის პლანტაციები
1292 ჰექტარს ითვლიდა. ოზურგეთის გარეუბან ანასეულში შეიქმნა საქართველოში ერთადერთი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი,
სადაც გამოყვანილი იქნა ახალი ჯიშები
„ქართული
1“, „ქართული
2“, „კლონი“,
„კოლხეთი“.
1980-იან წლებში ქართული ჩაის ინდუსტრიაში 190 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, არსებობდა 70 ათასი ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციები, 140 პირველადი წარმოების, 25 დაფასოებისა და 3 მექანიკური ქარხანა, ასევე რამდენიმე სამრეწველო ობიექტიც.
საქართველოში იწარმოებოდა 600 ათასი ტონა მწვანე ფოთოლი, ანუ 133 ათასი ტონა ჩაი, რამაც ჩვენ მეხუთე ყველა დიდი ჩაის მწარმოებელი ქვეყანა გაგვხადა ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიისა და შრი-ლანკის შემდეგ.
XX საუკუნის 90-იან წლებში ქართული ჩაი განადგურების გზაზე დადგა. ქვეყანაში სამოქალაქო ომთან ერთად ჩაის პლანტაციების განადგურებაც დაიწყო.
ამჟამად ჩაის აწარმოებენ კომპანიები „გურიელი“ და „ქართული
ბაიხი#36
გურიელი
„გურიელის“ შექმნის იდეა 2008 წელს გაჩნდა, რასაც მოჰყვა
ორწლიანი ინტენსიური მუშაობა აქციონერებთან და პარტნიორ კომპანიებთან,
ექსპორტიორებთან და კონსულტანტებთან. 2010 წელს
ბრენდი „გურიელი“ წარსდგა ქართულ
ბაზარზე. იგი აწარმოებს უდიდესი საექსპორტო პოტენციალის მქონე, უმაღლესი ხარისხის
ჩაის.
ქართული ბაიხი
#36(რჩეული)
ქართული ბაიხი ერთ–ერთი ყველაზე ძველი რეცეპტით დამზადებული ჩაია, რომელიც შეგიძლიათ დღეს ქართულ ბაზარზე იხილოთ. ეს პროდუქტი სპეციალურად ამ შეფუტვითა და სახელით საექსპორტოდ შეიქმნა. იგი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დსთ–ს ქვეყნებში.
2011 წელს მისმაა მწარმოებელმა
კომპანიამ დიდი შეკვეთა მიიღო საფრანგეთიდან და ესტონეთიდან.ქართული ბაიხი საბჭოთა კავშირის დროინდელი პროდუქტის ანალოგია.
No comments:
Post a Comment